ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ადამიანი გადავარდა სკამებში და იქ დაზიანებები მიიღო. მას ხელი არ აქვს მოხვედრილი” – ცინცაძე

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების” დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე განცხადებას ავრცელებს და წაყენებულ ბრალს უარყოფს.

მისი თქმით, დაპირისპირება ხაბეისვილის ბრალდებებს მოჰყვა და ბრალდებულების მხრიდან აგრესიულ ტონს ადგილი არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, სასამართლოს ვეთანხმებით და ვთანამშრომლობთ. დღეს იყო საკრებულოს კომისიის სხდომა, სადაც ჩვენი მხრიდან არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუნდაც აღნიშნულ ფაქტზე მინდა განვაცხადო, არც მაშინ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან აგრესიული ტონი, პირიქით – მე მას პირადად მივუთითე თავისი უზრდელობიდან გამომდინარე, რომ ანალოგიური საქციელი არ შეიძლება, ყველა ადამიანს გვაქვს იმისი ვალდებულება, რომ ადამიანურ ფარგლებში მოვიქცეთ, თუმცა მისი ქმედება გასცდა ყველანაირ ფარგლებს. ეს არ იყო არც პოლიტიკური განცხადება, ეს იყო პირადი შეურაცხყოფა და ამას მოჰყვა ყველაფერი. ბრალდებას, რა თქმა უნდა, უარვყოფ. თქვენ კადრები ნახეთ, ადამიანი გადავარდა სკამებში და იქ დაზიანებები მიიღო. მას ხელი არ აქვს მოხვედრილი”,- განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

როგორც ცნობილია ხაბეიშვილს ბრალი, ირაკლი ზარქუას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დაპირისპირებაში წარედგინა.

ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აღნიშნული ინციდენტი, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებაა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.

სასამართლომ, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს, საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა, საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.

 

იტვირთბა....