თბილისის საქალაქო სასამართლომ, საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს – თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს, საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
აღნიშნული ოდენობის გირაოს შუამდგომლობა, საქმის პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა.
“აღმკვეთი ღონისძიება ჩვენ მიმართ არ უნდა დადგეს, რადგან ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ თავს ვიცავთ”,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
12 მარტს ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა, ხოლო თავად ხაბეიშვილს, ბრალი ირაკლი ზარქუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო წარუდგინეს.
საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ლევან ხაბეიშვილს, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.
როგორც ცნობილია ხაბეიშვილს ბრალი, ირაკლი ზარქუას მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დაპირისპირებაში წარედგინა.
ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.