ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაინფიცირებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. პაციენტების ადგილსამყოფელის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტი ინფორმაციას არ ავრცელებს.

ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა, პროფესორმა ქრის ვითიმ თქვა, რომ ექიმები ამჟამად იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლებთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, ახალ კორონავირუსს, ბოლო მონაცემებით,  213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-მდე გაიზარდა. 1500 ადამიანზე მეტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

იტვირთბა....