ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე” – კობი ბრაიანტის მეუღლე

ქმრისა და შვილის გარდაცვალებაზე პირველ საჯარო განცხადებას კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი აკეთებს.

ვანესას თქმით ის მადლიერია  მილიონობით ადამიანის მხარდაჭერის.

„ჩვენ სრულიად განადგურებული ვართ ჩემი ძვირფასი ქმრის, კობის-ჩვენი შვილების არაჩვეულებრივი მამის და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯაიანას-მოსიყვარულე და არაჩვეულებრივი გოგონას უეცარი დაღუპვის გამო“ – წერს ვანესა ბრაიანტი.

ბრაიანტი იმ ოჯახებსაც უსამძიმრებს, რომელთა წევრებიც კობისთან და ჯაიანასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს დაუღუპნენ.

„არ ვიცი დღეის შემდეგ როგორ გაგრძელდება ცხოვრება. წარმოუდგენელია სიცოცხლე მათ გარეშე, თუმცა ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე, ვცდილობთ გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან კობი და ჯიჯი გზას გვინათებენ… ერთადერთი რასაც ვოცნებობ არის, რომ შემეძლოს ჩავეხუტო, ვაკოცო და დავლოცო, რომ ჩვენთან იყვნენ-სამუდამოდ“ – წერს ვანესა ბრაიანტი.

შეგახსენებთ, რომ , „ენბიეის“ (NBA) ცნობილი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში, კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კობისთან ერთად გარდაცვალა მისი 13 წლის ქალიშვილიც. 

იტვირთბა....