“ეშინიათ სიმართლის. ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის ერთ გამწარებულ ადამიანს, რომელსაც შვილი მოუკლა სისტემამ. ყუმბარა ჩაუგდო და მერე შეურაცხყო მისი ხსოვნა, მისი ოჯახი და დააბრალა ტერორიზმი”
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ “ტვ პირველთან” საუბრისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად, მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.
პარლამენტში, თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ბრიფინგის გამართვა სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ისინი პარლამენტში არ შეუშვა.
როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილს სურს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
თბილისის პროკურატურამ გუშინ, 28 იანვარს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.