ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილმა რუსეთის დასჯის საკითხზე დასმულ კითხვას პასუხი მაინც არ გასცა” – უკრაინული გამოცემა

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უკავშირდებოდა.

„გამოსვლისა და დეპუტატებთან ურთიერთობისთვის, ზურაბიშვილს, 60 წუთი ჰქონდა. როგორც წესი, უცხო ქვეყნის ლიდერები ამ დროის უმეტეს ნაწილს კითხვებზე პასუხისთვის იყენებენ. ამ ტრადიციის საპირისპიროდ, ზურაბიშვილმა 50 წუთი ისაუბრა, მინიმალური დრო კი კითხვებს დაუთმო. რუსეთის დასჯის საკითხზე დასმულ კითხვას, მან პასუხი მაინც არ გასცა“ ,- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

 

იტვირთბა....