ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თემირლანის საქმეზე ოდესმე ყოფილა დაწყებული გამოძიება?” – მაჩალიკაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში – ასე ეხმაურება თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.

“ამ ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ყოველთვის იყო მცდელობები, რომ რამენაირად დაედანაშაულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი, მაგრამ არ გამოსდიოდათ.

ეს სამსახური ყველაფერს აკეთებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავედ გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში.

ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს? თემირლანის საქმეზე ოდესმე იყო დაწყებული გამოძიება?  – არ იყო და ამ საქმეს გამოძიება არც სჭირდებოდა. ორი წინადადების წინაშე ვიდექით მე და სახელმწიფო: ან მათ უნდა გაემართლებინათ თავის ჩადენილი დანაშაული, ან  მე უნდა მებრძოლა იმის დასამტკიცებლად რომ მათ ჩაიდინეს დანაშული.

პროკურატურის განცხადებას ველოდი. მე არასდროს მქონია იმის შეგრძენბა, რომ რაიმე ახალს იტყოდნენ. კი შეწყდა გამოძიება მაგრამ ახალი რა ითქვა? ეს ყველაფერი არის აბსურდი.

ააფეთქეს ის ხელყუმბრა რომელიც თემირლანის სისლში ცურაობდა და ხელყუმბარას ერთი წვეთი სისხლიც არ ემჩნეოდა, ის ხელყუმბარა რომელ პაკეტშიც დაილუქა გაბრიელ სალოსის ქუჩიდან წამოღებული და თითქოს ჩემი ხელმოწერა ქონდა ამ ყველაფერს. იმდენი ტროლი და ბოტი გამოიყენეს ამ საქმეში რომ მათაც შერცხვათ”  – განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩაიკაშვილმა, ტვ პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მათი თქმით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

მათივე განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

პროკურატურის სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: 

იტვირთბა....