ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ამ მომენტისთვისაც სერიოზულად მუშაობს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე. მეცნიერები ატარებენ ცდებს და აცხადებენ, რომ საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი დადგეს.
თუმცა, პარალელურ რეჟიმში, უნივერსიტეტის პროფესორები რჩევებით შემოიფარგლებიან და აფრთხილებენ ადამიანებს. მეცნიერი ალექს გრენინგენი მოუწოდებს პლანეტის მაცხოვრებლებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ვირუსის გავრცელების საშიშროებას.
გრენინგენის რჩევით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი აუცილებელია, პირველ რიგში სწორედ ვიცოდეთ, თუ რა სიმპტომები აქვს კორონავირუსით დაავადებულს და რაც ყველაზე მთავარია, როგორ გადადის ის ადამიანიდან ადამიანზე.
რჩევები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებისაგან:
ხშირად დაიბანეთ ხელები
მაქსიმალურად შეეცადეთ დაფაროთ ცხვირი და პირი
ხელები შორს დაიჭირეთ თვალისგან ცხვირისგან და პირისგან
შორს დაიჭირეთ თავი ავადმყოფი ადამიანებისგან
დარჩით სახლში, როცა ხართ ცუდად
გამოიყენეთ ქირურგიული ნიღაბი
სიმპტომების შემთხვევაში, ტელეფონით დაუკავშირდით პირად ექიმს