ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ გადადის ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე – დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

კორონავირუსი

კორონავირუსი, რომელიც პირველად ადამიანებში ჩინური კობრიდან გავრცელდა, დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება.

დაავადებისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერების ინფორმაციით, კორონავირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება შემდეგი გზებიდან:

ჰაერწვეთოვანი გზით, როცა ადამიანი ახველებს ან აცემინებს;

ფიზიკური შეხებით. ასევე, ინფიცირებულ ადამიანთან ხელის ჩამორთმევით;

იმ საგნებთან შეხებით, რომლის ზედაპირზეც შესაძლოა იყოს ვირუსი.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

 

 

იტვირთბა....