ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად არჩევის საკითხს ევროსაბჭოს ზამთრის სესიაზე უყარეს კენჭი.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

