“ნუთუ თქვენ არ ფიქრობთ, ბ-ნო ბიძინა, რატომ აგზავნიან კონგრესმენები და სენატორები ამ ვრცელ წერილებს, რატომ იწუხებენ თავს წერილების წერით? თქვენც კი გიყვართ წერილების წერა. მიაქციეთ ყურადღება, მართლაც რაღაც თვალსაზრისით, დიპლომატიისა და პოლიტიკის შედევრი, ნიმუშია თითოეული წერილი. ეს წაყრუება, ეს – მე არ მხება და როგორღაც გადავაგორებთ – ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო “ოცნებამ”. თუ ეს კატასტროფული, დანაშაულებრივი ექსპერიმენტი “ოცნებისა” არ დასრულდა დროულად, მაქვს შიში და საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ივანიშვილის ამ ანომალიურმა მმართველობამ მოახერხოს ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განაწყოს პირდაპირ დასავლეთის წინააღმდეგ”
არმაზ ახვლედიანი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილი გამოუგზავნეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სახელზე წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან.