ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ. სახელმწიფოები გეგმავენ, რომ ჩინეთის მიმართულებით ჩარტეტული ფრენები განხორციელდეს. არსებული ცნობით, ამავე გზას მიმართავენ გაერთიანებული სამეფო და დიდი ბრიტანეთიც.
ამ დროისათვის ჯამში ვირუსის დადასტურებული 1400 შემთხვევაა.
თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან თბილისში სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.