“ყელში ვყავარ გაჩხერილი კალაძეს, ივანიშვილს და ამ კრიმინალურ ბანდას. მე მათ ვამხელ ფაქტებით და დოკუმენტალურად. მაგალითად, 3-4 დღის წინ კახი კალაძეს 2 მილიონიანი კონტრაქტი იტალიურ კომპანიასთან, 12 000-ლარიან სკამს რომ ყიდულობდა, პირიდან გამოვგლიჯეთ, დავების საბჭოს მეშვეობით. გამწარებულია, გადაფსიხებულია, რადგან 2 მილიონი ლარი ამოვუღეთ ჯიბიდან”
ლევან ხაბეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
TV პირველი, “დღის ამბები”
ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დღეს გამოიკითხა.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
გუშინვე საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშილი ცემის კადრები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.