ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. ხაბეიშვილის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ საქმეზე დამატებითი ექსპერტიზები დანიშნა. ადვოკატი ითხოვს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართოს და არა – ძალადობის მუხლით.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მან სამართალდამცველებს ჩვენება მისცა და გამოსაძიებელი, ფაქტობრივად, არც არაფერია.

„ჩემი აზრით, არავინ დაისჯება მარტივი მიზეზის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფით, სიტყვიერი შეურაცხყოფით. მათ უნდოდათ, მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც ვერ მივართვი. ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმე არის მათი მხილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გუშინვე საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშილი ცემის კადრები გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....