“მაინც და მაინც სარისკო ქვეყნების ჯგუფში არ უნდა შევიდეთ, რომ კორონავირუსისთვის მზად ვიყოთ. რეკომენდაციები შეიძლება იყოს ორი ტიპის: მოსახლეობისთვის და რეკომენდაციები იმ მხრივ, თუ რამდენად მზად ხვდება სახელმწიფო მსგავს გამოწვევებს”
სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, კორონავირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. გავრცელებული ცნობით, ჰონგ-კონგში 17 თებერვლამდე სკოლები დაიხურება.