ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ იცხოვროს, უნდა დავასრულოთ” – ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის რეგიონული ოფისის გახსნისას განცხადება გაავრცელა.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ქუთაისი მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად უნდა იქცეს.

„მიგვაჩნია, რომ ქუთაისი უნდა გავხადოთ მთელი რეგიონის ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად. უახლოესი თვეების განმავლობაში დეტალურ გეგმას წარმოგიდგენთ იმისათვის, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს ის მნიშვნელობა, რაც მას ყოველთვის ჰქონდა ისტორიულად. ძალიან სამწუხაროა, რომ ქუთაისი დაცარიელებულია და აქ მცხოვრებთა უმეტესობა ქვეყნიდანაა გასული. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ დავძლიოთ უდიდესი გამოწვევა, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან. ჩვენ ვიცით, ეს როგორ კეთდება. შეგვიქმნია ათიათასი სამუშაო ადგილი, რომელიც დღესაც ღირსეულად მუშაობს საქართველოს მასშტაბით. თითოეულ ქართველს გვაქვს ეს ფუნქცია, რომ დავრბუნდეთ ქუთაისში და მივცეთ მას ყველაზე სერიოზული დატვირთვა. ეს იქნება პოლიტიკური, ფინანსური, ლოჯისტიკური, ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა. ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი.

უნდა დავასრულოთ ის საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ უნდა იცხოვროს, ჭიათურამ როგორ უნდა იცხოვროს… ეს უნდა დამთავრდეს. თბილისის თავმკომბალობა უნდა დამთავრდეს. ისე უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, სად ცხოვრობ: მთაში, ბარში, ქუთაისში, სამტრედიასა თუ ფოთში,“- განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....