“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შსს-მ დღეს ხაბეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მმართველი გუნდის ის წევრები, რომლებმაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, დაკითხვაზე არ დაუბარებიათ.
“ანრი ოხანაშვილი რომელსაც დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის გამო ის ადამიანი ზის ციხეში. “ქართული ოცნების” წევრებმა დაგმეს ეს ფაქტი, ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორ მიაყენესო და იგივე ხალხი, ხაბეიშვილს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტურებივით, ლაჩრებივით მმიეპარნენ და თან ერთი-ერთზე არ გვიჩხუბია ჩვენ, ეს ხალხი თავისუფლებაზეა და ის კაცი ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოხანაშვილს დაკავებულია.” – აცხადებს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც.