aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის გამო, საკადრო ცვლილებები გაგრძელდება” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს.

მისი განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გარკვეული საკადრო ცვლილებები უკვე იქნა მიღებული, თუმცა ეს გაგრძელდება.

” ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. საერთოდ, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა ტურისტული ქალაქების მართვის თვალსაზრისით. აქ გარკვეული არევაა, ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოვალეობას ასრულებს, ეკონომიკის სამინისტრო საკუთარ ფუნქციას ასრულებს, მთის განვითარების სააგენტო – თავისას. ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა ბაკურიანისა და გუდაურის სამწუხარო მაგალითით.

უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მსგავს ადგილებში “მენეჯმენტი კომპანიები” შეიქმნას. ამ ინიციატივას უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევიტანთ და მომავალ სეზონს უკვე შევხვდებით ტურისტული ზონების მართვის სულ სხვა სქემით. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ მოძველებული ინფრსტრუქტურა გვაქვს, რამაც თავისი გარკვეული როლი შეასრულა. მაგალითად, გუდაურის შემთხვევაში… შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ნაწილობრივ იყო მიღებული, თუმცა ეს გაგრძელდება”, – ამბობს გახარია.

იტვირთბა....