აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსრიდა. ამჯერად, ვირუსის დიაგნოზი პაციენტს ჩიკაგოში დასვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ადასტურებენ.
პაციენტი 60 წლის ქალია, რომელიც უხანის პროვინციაში დეკემბერში იმყოფებოდა. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კიდევ ერთი შემთხვევა მანამდე, ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.