ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთმა უსინდისოდ, უმიზეზოდ დაგვიხურა ბაზარი, რომ დავეჩოქებინეთ და დავემცირებინეთ” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რუსეთის მხრიდან ბელარუსისთვის ბაზრის დაკეტვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა აღნიშნული ფაქტი ბელარუსის დასამცირებლად გააკეთა.

“თავხედურად, უსინდისოდ, უმიზეზოდ დაგვიხურა ბაზარი, რათა დავეჩოქებინეთ და დავემცირებინეთ,”- განმარტა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

პრეზიდენტის განცხადებით, ბელარუს რუსეთთან თანამშრომლობა სურს, თუმცა ორ ქვეყანას შორის თანასწორი უფლებებით.

მისი თქმით, რუსეთი მათი მთავარი მოკავშირეა და მინსკმა საპასუხო ეკონომიკური სანქციები სწორედ ამიტომ არ გაატარა.

2018 წელს “როსსელხოზნადზორმა” ბელარუსიდან იმპორტირებულ პროდუქციაში დარღვევები გამოავლინა, რის შემდეგაც შეზღუდვები დაუწესა.

იტვირთბა....