ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავდასხმის ფაქტი კრიმინალური შემთხვევაა” – ომბუდსმენი, ხაბეიშვილის და საკრებულოს წევრების დაპირისპირებაზე

ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირებას, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, თავდასხმის ფაქტი კრიმინალური შემთხვევაა და თუ მსგავს ფაქტებს მკაცრი რეაგირება არ ექნება, ქვეყანას ძალიან მძიმე საარჩევნო წელი ელოდება.

“მე ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული პირი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლოა, გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივებიც, ასეთი ტიპის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც სხვა, დამატებითი მოტივები იკვეთება და არ არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა.

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა, საარჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებს არ ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე საარჩევნო წელი გველოდება. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი” – თქვა ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

იტვირთბა....