aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს ხაბეიშვილს” – გრიგოლ ვაშაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, ქუთაისში საგანგებო ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს.

“დღეს ე.წ. “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად, ტურებივით დაესხნენ თავს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს და მერე ქუჩურად განცხადებები გააკეთეს და თქვეს, ის მიიღო, რასაც იმსახურებდაო. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამ ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ყველამ მათ შორის ჩვენმა მოკავშირეებმა კარგად დაინახეს მათი სახე. მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ და რაც მეტ ძალადობას ჩაიდენთ, ყველა დაინახავს, რომ არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, არამედ არ იმსახურებთ, საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ”,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. 

იტვირთბა....