ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოში სპეციალური განყოფილება გაიხსნ​ება

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სასიკვდილო ვირუსმა ქვეყანა აიძულა ახალი წლის აღნიშვნა გადაედოთ.

აღნიშნული ვირუსის სიმპტომები, სხვა ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას გავს: მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა.

როგორც საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, კორონავირუსის ინფიცირების საფრთხე მინიმალურია, რადგან საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი რეისი არ აქვს, თუმცა ექიმები თეორიულ გავრცელების შანსს არ გამორიცხავენ.

ხვალიდან, ჯანდაცვის სამინიტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, მოქალაქეებს ვირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზით შეეძლებათ. ასევე, აეროპორტებში მგზავრებს 3 ენაზე დამზადებული საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ. ბარათზე დატანილია ინფორმაცია გავრცელებული კორონავირუსის და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

შგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა. 11 მილიონიან ქალაქში მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ვირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების ნაწილი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა მექსიკაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც დღეს გავრცელდა, შესაძლოა, ვირუსის წყარო ქვეწარმავლები იყვნენ

იტვირთბა....