უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ წერილებზე ისაუბრა რისი საფუძველიც არასწორი ინფორმაციის გავრცელება გახდა.
“ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროპის მაღალი ტრიბუნიდან არ მივიღებთ არასწორ კრიტიკას. ზოგადად, კრიტიკას იმსახურებს ყველა ხელისუფლება, ყველას აქვს გარკვეული ხარვეზები, გარკვეული შეცდომები, მაგრამ ობიექტური კრიტიკა არის გაცილებით მისაღები, ვიდრე „ფეიკ ნიუსებზე“ დაყრდნობით გამოწვეული კრიტიკა. მთავარია, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგასთან ეს დროებითი გაურკვევლობა ვინმემ დასავლური განწყობების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენოს. ეს არის ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი საერთო მიზანი.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.