„გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს: „წერილი გინდა თუ სიხარული” და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, ამ წერილის შემდეგ”
ლევან კობერიძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი
აღნიშნული განცხადებით კობერიძე ჟურნალისტებთან საუბრისას კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა და ელიოტ ენგელმა წერილი გამოუგზავნეს.