ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

(ვიდეო) სამეგრელოში, ექიმები კორონავირუსის ვერსიას განიხილავენ: დაღუპულია 22 წლის გოგონა

სამეგრელოში, გრიპის ვირუსით 22 წლის გოგო, სალომე გოგუა გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექიმების თქმით შესაბამისი ექსპერტიზა დაწყებულია, რაც გაარკვევს ზუსტ მიზეზს თუ რა გახდა 22 წლის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ერთადერთი ვერსია გრიპის ვირუსია, რადგა ქალი 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

მას შემდეგ რაც მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, პაციენტი გადმოიყვანეს ქუთაისში.

როგორც “მთავარ არხთთან” ოჯახის ახლობლებმა ისაუბრეს, ეჭვი ახლადგავრცელებულ – კორონავირუსზეა. მათი თქმით, მედიკოსებს კორონავირუსზე ჰქონდათ ეჭვი, რადგან პაციენტის საავადმყოფოში შეყვანისთანავე ექიმებმა კითხეს ქონდა თუ არა კონტაქტი ჩინეთის მოქალაქესთან ან იყო თუ არა ნაყოფი ჩინურ მაღაზიაში.

“თავიდანვე ვირუსზე იყი საუბარიექიმებმა თვითონ მკითხეს, თქვენთან ვინმე უცხოეთიდან ხომ არ იყო ჩამოსულიო, ჩინურ მაღაზიაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ვირუსზე ქინდათ ეჭვი და ამიტომ იყო ამაზე ლაპარაკი” – განაცხადა გარდაცვლილის დედმა თამილა ჯაჭვლიანმა.

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მის შვილს არც ჩინეთის მოქალაქეებთან და არც ჩინურ მაღააზიასთან ქონდა რაიმე სახის კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ ახალმა კორონავირუსმა ჩინეთში რამდენიმე, ხოლო ამერიკაში ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა.

იტვირთბა....