ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი კორონავირუსზე

“ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები”, – აღნიშნული განცხადება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ გააკეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე უთხრა, ამ დროისთვის მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების რეკომენდაცია არ გაცემულა.

„ეს კორონავირუსია და ჩვენ ვიცით კორონავირუსმა წარსულში მრავალი პრობლემა შექნა, მე ვგულისხმობს მწვავე რესპირატორულ ვირუსს, თუ გახსოვთ. ის პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები”, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

შეგახსენებთ, რომ ახალმა კორონავირუსმა ჩინეთში რამდენიმე ადამიანი უკვე იმსხვერპლა.

იტვირთბა....