ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპატრიარქოს ბრალდება, თითქოს ცილისწამებას ვავრცელებთ, აფსურდია” – მამა ანდრია სარია

საპატრიარქოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მღვდელმონაზონი ანდრია სარია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

“საპატრიარქოს განცხადება, რომ მღვდელმონაზონის მხრიდან ცილისწამებას აქვს ადგილი, არის აფსურდი” – ამის შესახებ მღვდელმონაზონმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

„პირველ რიგში, მოულოდნელი არ იყო იმ გაგებით, რომ ადამიანი, როდესაც თვეების განმავლობაში ცდილობ სამართლიანობის და სიმართლის დამტკიცებას ეკლესიის შიგნით სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან და ხვდები, რომ მათ ეს არ აინტერესებთ, მერე გიწევს მრევლის წინაშე მიმართვა, რომ ისინი არაქრისტიანულად იქცევიან და მათი ქცევა ეს არის ქრისტეზე კიდევ ერთი ლურსმანი. შესაბამისად, საპატრიარქოს განცხადება, რომ თითქოს ჩვენ ცილისწამებას ვავრცელებთ, ეს ბრალდება აფსურდია. იგივე კრებაზე, როდესაც მე დამიბარეს, მათ ვუთხარი, რომ არსებობს დოკუმენტაცია, ასევე არაერთგზის წერილობითაც მიგვიმართავს, რომ გამოძიებული იყოს საქმეები, რაზეც თვითნებურად დანიშნულმა მიტროპოლიტმა შიომ მითხრა, რომ ჩვენ არ ვართ მზად მტკიცებულებებისთვის, რომ თქვენ მოიტანოთ მტკიცებულებები და მეც მითხრა, რომ არ ვიყავი მზად. ანუ, რასაც თავად ფიქრობენ, რომ გადაწყვიტონ, თითქოს, მზად არ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მტკიცებულებები სათქმელს მერე, როგორც უნდათ ისე იტყვიან. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით და ძალით სიმართლეს ვერ შეუყვან. მათ სურთ, ეკლესიის წევრები ერთმანეთს ასეთ რეჟიმში ვესაუბროთ“, – განაცხადა ანდრია სარიამ.

მამა ანდრია სარიას თქმით, არავინ არ იცის.სინოდალური კომისია რა ფორმატში მუშაობს ან ვის მიერ არის დანიშნული ეს კომისია.

„მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით კურთხევა არსებობს. როდესაც პატრიარქის მდივანმა დამირეკა და თქვა, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ჯერ ერთი, სინოდალური კომისია რა ფორმატში მუშაობს ეს კაციშვილმა არ იცის, ან ვის მიერ არის დანიშნული ეს სინოდალური კომისია, რა ჩარჩოებით და რა პროცედურებით ხელმძღვანელობს არავინ იცის. რაღაც, ათკაციან ჯგუფს შექმნილი აქვს ეკლესიის ინსტიტუციის სისტემა.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის თავად ამბობდა, რომ უამრავი დაზარალებულია, ვადა მომეცით იმისათვის, რომ წარვადგინო სინოდის წინაშე დოკუმენტაციები და მოვიდნენ დაზარალებული ადამიანები, ჩაინიშნოს ნორმალური საეკლესიო პროცედურები, სადაც ეკლესიურად იქნებოდა განხილული ეს საკითხები, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი წესების გარეშე ქუჩურად იბრძვიან. მარგინალურად, პაპუასებივით იქცევიან. თითქოს, მათ არ წაუკითხავთ და არ იციან წესები და კანონები და იგივენაირად, როცა ვეუბნებით, რომ სინოდალური დადგენილებით, წმინდა მამათა განჩინებით, რაც დაწესებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიხედვით, ვიხელმძღვანელოთ. მათ არ უნდათ მამათმავლები, მამაძაღლები ქურდები, ნარკომანები და ყაჩაღები ეკლესიიდან მოიცილონ, სადაც ყველაფერი „სტავკებად“ აქვთ ქცეული და ეკლესია ერთგვარ დიდ ბიზნესად იქცა და სადაც ჯიპებით დაგრიალებენ ისე, როგორც უნდათ. ეს არის მათი ქონებრივი დეკლარაცია“, – განაცხადა სარიამ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აუკრძალა. გადაწყვეტილება საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ იქნა მიღებული.

იტვირთბა....