ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საელჩო ჩინეთში „კორონავირუსთან” დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, მოქალაქეებს ჩინეთში გავრცელებულ “კორონავირუსთან” დაკავშირებით აფრთხილებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისგან, რადგან უხანი წარმოადგენს ინფექციის წყაროს. ასევე, ჩინეთში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან“ დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქ. უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქ. უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას.

გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული.

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....