შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკას ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გეგმა აქვს.
„ჩვენ გვაქვს გეგმა და ვფიქრობ, მას ძალიან კარგად გავუმკლავდებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესანიშნავად მუშაობს. ისინი პროფესიონალები არიან“, – განაცხადა ტრამპმა დავოსში.
შეგახსენებთ, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილეთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.