ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ახალი კორონავირუსი – “ხველა ან სუნთქვის გაძნელება”: რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ახალი კორონავირუსის გავრცელების საშოშროებაზე მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

კონტროლის ცენტრის დირექტორმა მათზე ისაუბრა, ვინც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მიემგზავრება, ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა აღებული.

“მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს,ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ატიპიური პნევმონიის არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ არის და აღნიშნული დაავადება სიმპტომურია, სიმძიმის მიხედვით. ასევე გამყრელიძის თქმით, მასთან მიმართებაში ჩვენი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვიცნობიერებულები.

შეგახსენებთ, ახალი დაავადება ჩინეთში გაჩნდა. ამ მომენტისთვის დაიღუპა 9 ადამიანი. ვირუსმა აშშ-იც შეაღწია და უკვე დადასტურდა, რომ 1 ადამიანია დაღუპული.

იტვირთბა....