ახალი ამბები

“ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს”

“ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო… გუშინ და დღეს, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიციები ევროპარლამენტის და აშშ-სგან, რომელიც სამ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს. პირველი – არ მისცემს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას” დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას საქართველოში. მეორე – სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” გახდება მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში და მესამე – მშვიდობიანი პროტესტი თავის შედეგებზე გადის”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ვაშაძე ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებსა და საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ღობის აღმართვას გამოეხმაურა.

შეგახსნებთ, ბრიუსელში გუშინ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოს საკითხზე ისაუბრეს.

“გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ”, – ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა, მარკ გალერიმ კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მიმართა.

ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა კი, ქართულ დელეგაციას უთხრა  – “შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“

იტვირთბა....