ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაციის გავრცელების, კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი, ჟონგ ნანშანი აცხადებს, რომ ვირუსით სამედიცინო პერსონალიც დაინფიცირდა.
“ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ნამდვილად დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა უმრავლესობა ქალაქ უხანის მკვიდრია. გუანდუნიოს პროვინციაში კი ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. გარდა ამისა, ვირუსით დაავადებულია სამედიცინო პერსონალის რამდენიმე წევრიც, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტზე მეტყველებს,” – აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ჟონგ ნანშანი.
დაავადების ახალი შტამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი საგანგაშოდ გაფართოვდა. ვირუსი, ჩინეთის გარდა, იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, რომელთაც პირდაპირი მიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან. ვირუსის შემთხვევები ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირებული 6 ადამიანი დაიღუპა. ლაბორატორიულად კი ინფიცირებული რჩება 300-ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყეს.