ირანულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ირანელი პარლამენატარის, აჰმად ჰამზეჰის განცხადებას ავრცელებს.
„ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლას“, – განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.
ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.
შეგახსენებთ, რომ ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.