მთავარი ციტატა

“როგორ შეიძლება, ნაცმოძრაობა ოცნებას ელაპარაკოს დარღვევებზე – მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა”

“როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ და თეა წულუკიანს ელაპარაკოს პენიტენციურ სისტემაზე და პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, როდესაც მათ მიერ ნაწამები ადამიანების ხმა ცამდე ადიოდა. მაშინდელი სახელისუფლებო გუნდიდან არავინ იყო, რომ ეს ხმა გაეგონა და ამ ადამიანებისთვის რაიმე ნაბიჯი გადაედგა. სამწუხაროდ, ამიტომ გვყავდა, როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, 2010 წელს 144 გარდაცვლილი პატიმარი, 2011 თუ 2012 წელს 140 გარდაცვლილი პატიმარი. ეს არის არასრული სტატისტიკა იმ ადამიანების, რომლებიც შეეწირნენ „ნაცინალური მოძრაობის“ რეჟიმს“

სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება კილაძემ გააკეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

იტვირთბა....