“აქ ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგსვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
განაცხადა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტზე
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.