“ქალბატონო ნინო, თუ თქვენ შეძლებთ 24 საათის განმავლობაში, შვიდიდან შვიდე დღე, გახსნათ დიდი უნარის მქონე ქოლ ცენტრი, მზად ვარ ჩემ მოადგილეს დავაბარო, რომელიც მოამზადებს მინისტრის ბრძანებასაც და ამ ინიციატივას შემოიტანს პარლამენტშიც, რომლის მიხედვითაც აღრად დაგჭირდებათ სტრასბურგში ჩივილი. ვფიქრობ რომ არანაირი პრობლემ არ იქნება იმისა რომ პატიმრებს მივცეთ საშუალება 24 საათის განმავლობაში, თქვენ დაგირეკოთ ცხელ ხაზზე. ასწევთ ამ ტვირთს? თუ ასწევთ გავაკეთოთ ეს. 24 საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს ექნება ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალება. ოღონდ პატიმარი თუ გეტყვით ღამე მოდითო, იყოლიეთ თანამშრომელი ვინც ამას შეძლებს და გვიან მივა ციხეში”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
განაცხადა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტზე
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.