ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი” – კალაძე

“არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია” – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, გავრცელებული ინფორმაციის, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არც ივანიშვილის დაბრუნება და არც გახარიას შესაძლო გადადგომა სიმართლეს არ შეესაბამება.

„არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ პროექტებს, ელოდება სიახლეებს. მოდი, ჩემს თავზე, როგორც დედაქალაქის მერი და იმ ადამიანებზე ვიტყვი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყოს სკვერები, პარკები, იყოს ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებული, ამისთვის უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ამას მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხავს მოქმედი პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის სწორი ინფორმაცია“.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....