ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ გამოვრიცხავ, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი” – ოხანაშვილი

ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ვახტანგ რობაქიძეს შორის მომხდარ ინცინდენტზე რობაქიძე საუბრობს და ამბობს, რომ  მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

რობაქიძის ამ განცხადებას ოხანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს და შემდეგ ეს ყველაფერი თავად მას დააბრალოს.

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მას  აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

იტვირთბა....