ბაკურიანში, ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ.
ვახტანგ რობაქიძეს სამ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, გუშინ კი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა.
საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
სასამართლომ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.