aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში ძალიან მკაფიოდ არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა”

„ამერიკელი კონგრესმენის განცხადება ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას და ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ არის გაკრიტიკებული ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ეწევა დასავლელი და, კერძოდ, ამერიკელი პარტნიორებისა და სახელმწიფოს მიმართ. ეს განცხადება პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „ოცნების“ ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამუკა ხაზარაძე, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი

ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილის საპასუხოდ გააკეთა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს.

კონგრესმენი შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....