aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“იმპიჩმენტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა”, – ტრამპის ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“იმპიჩმენტის პროცედურა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატის პირველ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ადვოკატის თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და ეს დემოკრატების მხრიდან 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

მიმდინარე წლის 15 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, იმპიჩმენტის საფუძველი ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

იტვირთბა....