aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

მწვავე დასკვნა აუდიტის სამსახურისგან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აუდიტის სამსახურმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობის 31 გვერდიანი ანგარიში, ერთწლიანი შემოწმების შემდეგ გამოაქვეყნა.

აუდიტორის ანგარიშში საუბარია დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საკრებულოს მიერ გახარჯულ დაუსაბუთებელ თანხებსა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებაზე.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ  ლაგოდეხის მერიამ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, რის გამოც 2017-2018 წლებში განხორციელებული ყველა დიდი პროექტი დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.

ლაგოდეხის მერის განცხადებით, ხარვეზების ნაწილი უკვე გამოსწორებულია, მეორე ნაწილზე კი მუნიციპალიტეტი ახლა მუშაობს.

იტვირთბა....