დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან, სატესტო რეჟიმში, თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს. სატესტო რეჟიმის მიზანი, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრაა.
მერის მოადგილეს თქმით, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, ავტობუსები 150 მგზავრზეა გათვლილი.
„მერიის შუამდგომლობით, ერთ-ერთმა კომპანიამ სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა 18-მეტრიანი ავტობუსი, ეს არის დიდი გაბარიტების ავტობუსი, რომლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა თბილისში მოსაწესრიგებელია. ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, თბილისის ქუჩებში ივლის 18-მეტრიანი ავტობუსი, რათა გამოვლინდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც იქნება საჭირო. როგორც მოგეხსენებათ, 10 ძირითადი დერეფანია, რომელიც იქნება ცენტრალური კვანძი, რათა დიდი გაბარიტის ავტობუსებმა იარონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.