ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ ახმეტელის თეატრთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, 20 იანვრის საღამოდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილება ნებადართული იქნება შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით.

კერძო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება:

შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით;
მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება;
გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება;
ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
გარდა ამისა, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ:

ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან.
ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა.
ახმეტელის თეატრიდან ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139 დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან.
N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ ახმეტელის თეატრისკენ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

იტვირთბა....