პროკურატურასთან აქციაზე სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა და კიდევ ერთ პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმციით, ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა პროკურატურასთან დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს.