ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში, სამგორის ქუჩაზე დააკავეს 1987 წელს დაბადებული ჯ.ს, რომელიც ცდილობდა ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეღწევას და ფულისა და ლეპტოპის გამოტანას.

შსს-ს განცხადებით, ქურდობის ფაქტი დროულად იქნა აღკვეთილი.

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.” – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ქურდობის მცდელობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....