ახალი ამბები მსოფლიო

ავსტრალიაში წვიმის მიუხედავად ექსპერტები გლობალური დათბობის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ

ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ავსტრალიაში გაწვიმდა. მაგრამ, წვიმის მიუხედავად ტყე მაინც იწვის. უხვმა ნალექმა, მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიის შტატებში ცეცხლის 30 კერა ჩააქრო. როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ნალექმა კონტინენტს მცირე შვება მოუტანა. თუმცა, წვიმამ ასევე წყალდიდობაც გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ საწვავის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალური დათბობის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ადამიანებმა ამ საკითხს გაცილებით სერიოზულად უნდა შეხედონ, თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით ისევ მსგავსი უბედურების წინაშე აღმოვჩნდებით.

ავსტრალიელებმა არსებულ რეალობას უნდა ვუპასუხოთ. აუცილებელია გარემოს შესახებ ყველა საკითხს გადავხედოთ, ინდუსტრიული განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თუმცა, აუცილებელია მთავრობამ გეგმა შეიმუშაოს, რის მიხედვითაც შემცირდება საწვავის გამოყენება,” – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

გლობალური დათბობის საგანგაშო მაჩვენებელზე ექსპერტები საუბრობენ და აცხადებენ, რომ ადამიანების გაუაზრებელმა ქმედებებმა მსოფლიო კატასტროფის წინაშე შეიძლება დააყენოს.

“გლობალური დათბობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მსოფლიო დამოუკიდებლობას არ შეცვლის. აირს რაღაცები რასაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხად ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ. ადამიანების ასეთი ქმედებების გამო მომავალში რა გველის უკვე ვხვდებით,” – ამბობს ექსპერტი რიჩარდ ბეთსი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. სტიქიურმა უბედურებამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა.

იტვირთბა....