“ამ კვლევით, “ქართული ოცნება” როგორც ხელისუფლება დასრულებულია. არიან აბსოლიტურად რესურს დაცლილები. მათ უკვე თავიანთ ლიმიტს თავი აარტყეს. მორჩა, გათავდა რესურსი, რომ მათ გააუმჯობესონ შედეგი, არის გამორიცხული. შანსი არ არსებობს და არც იმედი. იმიტომ, რომ მოტივაცია არ არსებობს ხელისუფლებაში.”
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი – ნიკა მელია
“ციტატა”
“ტვ პირველი”
აღნიშნული განცხადებით, მელია ეხმაურება NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.