ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა პრემიერობის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა

ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დუმას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა.

მიშუსტინი აქამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა მიხეილ მიშუსტინთან და შესთავაზა, მთავრობის თავმჯდომარე გამხდარიყო. თანხმობის შემდეგ მიშუსტინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა განსახილველად სახელმწიფო დუმაში შეიტანა“, – იუწყება “რია ნოვოსტი” კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა. პუტინმა მათ მადლობა გდაუხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთად ყველაფერი მაინც ვერ გამოუვიდათ.

იტვირთბა....